საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. გორის მეშვიდე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევენი პირველმა ამომრჩეველმა ზუსტად 8:00 საათზე გააკეთა. კატო ყაყიტაშვილმა მხარი საქართველოს მშვიდობიან მომავალს დაუჭირა. გორის 32-ე საარჩევნო ოლქში 2 მაჟორიტარული ოლქია გახსნილი და 100 309 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 41-ე და 42-ე ოლქებში გამარჯვებისთვის 26 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძვის. საარჩევნო უბანზე, ამ დროისთვის, ამომრჩევლის აქტიურობა შეინიშნება. ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდება.
|