დღეს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 საარჩევნო სუბიექტს შორის მოუწევთ. მათგან 19 პარტია 6 კი საარცევნო ბლოკია. რაც შეეხება მაჟორიტარებს , 73 ოლქში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 800-ზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს. საქართველოს მოსახლეობა დღეს მე 9 რე მოწვევის პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევს. საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ხოლო 73 მაჟორიტარს ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველს ორი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევს – ერთის, შესაბამისი ერთმანდატიანი ოლქიდან მაჟორიტარის ასარჩევად, მეორე ბიულეტენში კი არჩევანს სასურველი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სასარგებლოდ გააკეთებს.
|