ამ დროისთვის, ძირითადი ხარვეზები წილისყრის პროცედურებთან დაკავშირებით ფიქსირდება, გარდა ამისა, აღინიშნა დამკვირვებელთა არასათანადო მოქცევის ფაქტებიც - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი შეაჯამა.საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, ენმ-ს წევრებმა წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თვითნებურად განაცხადეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან არასათანადო მოქცევად აღიქმება. ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული ხარვეზის პარალელურად, ნეგატიური იყო კონკრეტული საარჩევნი უბნის კომისიის თავმჯდომარეების გადაწყვეტილებაც. მისი განმარტებით, ოპოზიციური პარტიის მხრიდან წილისყრაში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, მათ შემდგომ პროცედურებში მონაწილეობაც შეუზღუდეს. საიაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უკანონოა.
|