ტყვიავის 64-ე უბანზე კომისიის წევრს თავმჯდომარე ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამარ მალანია ავრცელებს. მისი თქმით, სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც 17:00 საათის მონაცემები ჯამდებოდა, კერძოდ, ინიშნავდა ბიულეტენებისა და ხელმომწერთა რაოდენობას, რისთვისაც ტელეფონის კალკულატორი გამოიყენა. ამ დროს იგი კომისიის წევრების უკან იდგა. „თავმჯდომარემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხოფა, ხელით შემეხო და უბიდან გამათრია, მიწერენ ოქმს. მედავებიან, თითქოს საჯარო სიებს ვიღებდი ტელეფონით, რისი უფლებაც არ მაქვს“, - ამბობს მალანია მედიასაშუალებებთან საუბრის დროს.
|