წინასწარი მონაცემებით, გორის 41 და 42 საარჩევნო ოლქებში მეორე ტური დაინიშნება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, მეორე ტური ცეესკომ ორი კვირის თავზე უნდა დანიშნოს.
|