რა შედეგები დაფიქსირდა არჩევნებში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში 10.10.2016
გორის 41-ე ოლქში „ქართული ოცნება -  დემოკრატიული საქართველო“  33.69 %-თ ლიდერობს. „თავისუფალმა  დემოკრატებმა“ 19.38% მიიღეს.  ენმ-მ  15.91%,  ირაკლი ოქრუაშვილმა  17.33%. სხვა პარტიებმა და დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატებმა შედარებით  დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირეს.  რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, 42-ე მაჟორიტარულ ოლქში - გორის მუნიციპალიტეტში,  ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 42.77%-ით  ლიდერობს.  ენმ-ს ნდობა  24.88%-მა გამოუცხადა,  დამოუკიდებელ  კანდიდატს ჯაბა იმერლიშვილს საერთო ხმების  8.79% აქვს მიღებული,   „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ 3.61%. სხვა პარტიებს, უფრო ნაკლები. რაც შეეხება კასპს,  30-ე მაჟორიტარულ ოლქშიც „ქართული ოცნებაა“ ლიდერ პოზიციაზე.  მან  ხმების  46.97% -ის მიღება შეძლო.  ენმ -მ 33.94 %, „პატრიოტთა ალიანსმა“  7.16% „ლეიბორისტულმა  პარტიამ“  5.82%,  „პაატა ბუჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ 3.63% „ქართული ოცნება“ ლიდერ პოზიციაზეა ხაშურშიც. ამ დროისათვის, ცესკოს მონაცემებით პარტია 56.18%-ით ლიდერობს.  ენმ-ს  36.69% აქვს მიღებული, „თოფაძე მრეწველებს“ 2.67%,  „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის“ 1.69%, ქარელში „ქართულ ოცნებას“ ამ დროითვის 51.56% აქვს,  ენმ-ს  40.58%,  „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ 1.95%,  „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ კი 2.06%. სხვა პარტიებს კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345