იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, კანდიდატურის ჩანაცვლება მესამე ან მეოთხე ადგილზე მყოფი კანდიდატით არ ხდება და მეორე ტურში მონაწილეობას ღებულობს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.
|