სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 - 2017 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, მათ მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტი უკან მოიტოვებს დევნილის სახელს და ის მეგობრობის ხიდად იქცევა სოხუმსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებსაც მისცა რჩევა თუ როგორ გახდნენ წარმატებულები და მეტად რეალიზებულნი.
|