იოსებ მაკრახიძეს მეორე ტურში კონკურენტი, ფაქტობრივად, აღარ ეყოლება, რადგან ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის და არჩევნებში მოანაწილეობაზე უარს ამბობს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრამა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გორელ ხალხს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თანაგუნდელების გარეშე, დაპირებების შესრულებას ვერ შეძლებს. მეორე ტური ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონის თანახმად, ორი კვირის ვადაში უნდა ჩანიშნოს. ცნობილია ისიც, რომ ალასანიას გადაწყვეტილების მიუხედავად, იგი ფორმალურად არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. რაც შეეხება კიდევ ერთ კანიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს, იგი ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების შემდეგ ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. მის მიერ დაანონსებული ზეიმი გორში, გორელებისვე გადაწყვეტილებით არ შედგა.
|