გატაცების მორიგი ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში. საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ფლავის მკვიდრი, 28 წლის გიორგი ციცაგი უკვე მეორედ დააკავა. ციცაგი სოფელ ზემო არცევის მახლობლად, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც ოჯახის წევრებმა „დიას“ გადამრეღებ ჯგუფთან განაცხადეს, ის მესაზღვრეებმა ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებადი ტერიოტორიიდან, სავარაუდოდ, მაშინ დააკავეს, როდესაც ის ბავშვის საჭმლის საყიდლად გავიდა. ოჯახს ოკუპირებული ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
|