გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიტროპოლიტი თადეოზის დაბადებიდან 70 წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა მიტროპოლიტზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის "და გათავდება ყველა ტკივილის“ მეორე ნაწილი იხილეს. მათ ასევე მიტროპოლიტ თადეოზის განვლილ წლებსა და ღვაწლზე ისაუბრეს. 70 წლის იუბილეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|