"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გოკა გაბაშვილი შიდა ქართლის პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერებმა ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის წევრებს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსი გააცნეს. შეხვედრაზე განიხილეს მეორე ტურთან დაკავშირებით სამუშაო საკითხები და დასახეს სამომავლო სამოქმედო გეგმები.
|