სამხრეთ კავკასიაში პროფესიული განათლების განვითარების თემაზე, რეგიონული დუალური პროფესიული განათლების კონფერენცია ტარდება. საქართველოს აქვს ლიდერის როლი დუალური პროფესიული განათლების დანერგვაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. პირველი იდეა დუალური განათლების შესახებ სწორედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაცია ჯი-აი-ზეტ-ის მხარდაჭერით. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება გერმანელ და ადგილობრივ ექსპერტებს შორის.
|