თურქეთის ქალაქ ანტალიაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, აფეთქება პორტის ტერიტორიაზე, ანტალია-ქემერის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალთან მოხდა. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ძალები და სასწრაფო დახმარების მანქანები. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც სააგენტო „დოგანი“ წერს, პორტის ტერიტორიაზე ორი რაკეტის გაშვება განხორციელდა.
|