დღეს სვეტიცხოვლობაა- სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში უკვე შესრულდა. საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სვეტიცხოველში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ილია მეორემ სვეტიცხოველში, ქადაგებისას დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას მიულოცა. მცხეთაში იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები. პრემიერ-მინისტრს კატოლიკოს პატრიარქმა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა. დღესვე, აღინიშნება მეფე მირიანის, ნანა დედოფლისა და წმინდა სიდონიას ხსენების დღე. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთაში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება.
|