რუსული ავიაცია სირიაში 14.10.2016
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში რუსული ავიაციის უვადო განთავსების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნული დუმამ დოკუმენტი 7 ოქტომბერს დაამტკიცა. რუსეთის ფედერაციის საბჭომ კი 12 ოქტომბერს რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს საბჭოს 158-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთმა წევრმა თავი შეიკავა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსული საავიაციო ჯგუფი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე იგზავნება. რუსი სამხედროები სირიის საზღვრის გადაკვეთისას, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლს არ გაივლიან, მათთვის და მათი ოჯახებისთვის გათვალისწინებული იმუნიტეტი და სხვა პრივილეგიები, ასევე თავისუფლდებიან ყველანაირი გადასახადებისგან სირიის ტერიტორიაზე. რუსული საავიაციო ჯგუფი ამჟამად სირიის პროვინცია ლატაკიაში, ჰმეიმიმის აეროდრომზეა განლაგებული. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, დამასკო მოსკოვს უსასყიდლოდ გადასცემს.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აგვისტო 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272