რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული სამართალდამცავებამა, გუშინ, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა. მსჯავრდებულზე ძებნა 2016 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ძებნილს ოქროს ნაძარცვი ნივთები აღმოაჩნდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსჯავრდებული გაქცევის შემდეგ, ჯგუფურად განხორციელებულ შეიარაღებულ ყაჩაღობაში მონაწილეობდა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილი.
|