უბედური შემთხვევა მოხდა ინდონეზიაში. საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. შემთხვევა ბალის მახლობლად, ადგილობრივი დროით, დილის 6:00 საათზე მოხდა. მოსახლეობა რელიგიურ დღესასწაულის აღსანიშნავად, ტაძრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდმა კი რომელიც ორ პატარა კუნძულს ერთმანეთთან აერთიანებდა, მომლოცველთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო.
|