„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. კიდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბდებულს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ აღნიშნა, სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19-ე და 109-ე მუხლებით, რაც დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლეობის მცდელობას გულიხსმობს. აღნიშნული საქმე გახსნილია. მისივე თქმით, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა იდენტიფიცირებული პირის და მასთან დაკავშრებული პირების ბინების ჩხრეკა. ამოღებულია იარაღი.
|