აკრძალულია დრონებით ოპერირება ქალაქებში, ქუჩებში, სკვერებში, მჭიდროდ დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებში, საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. არ შეიძლება დრონებით სარგებლობა 150 მეტრ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან - ეს ის რეკომენდაციებია, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰერო ხომალდების მფლობელებისთვის შეიმუშავა. უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტის განხილვა, ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ვარაუდებენ, რომ რეკომენდაციები წლის ბოლომდე შევა ძალაში.
|