ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის
მიწოდების აღდგენის განსაზღვრული ვადები, გეგმიური და არაგეგმიური წყვეტების შესახებ
მოსახლეობის ინფორმირების წესები და კომპანიების მიერ ცხელ ხაზზე პასუხის გაცემის დრო,-
სემეკმა ამ სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაციები
აამოქმედა.
სტანდარტების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, მომხმარებლის
მიერ შერჩეული ფორმით -ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით,
აცნობოს მას დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების
შესახებ, სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღეში. ასევე,
არაგეგმიური წყვეტის შემთხვევაში კომპანიამ მიწოდების აღდგენა 6 საათის განმავლობაში
უნდა უზრუნველყოს.ასევე 24 საათის განმავლობაში შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს კომპანიის
ქოლცენტრი, რომლის პასუხის გაცემის დრო განისაზღვრება მათი დაფიქსირებიდან 60 წამის
განმავლობაში.
„მომსახურების კომერციული ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული
სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიამ მომხმარებელს კომპენსაცია 10 დღის
ვადაში სააბონენტო ბარათზე უნდა დაურიცხოს.
მოქალაქის შემთხვევაში კომპენსაციის თანხა 5 ლარს შეადგენს, ხოლო საწარმოების და იურიდიული
პირების შემთხვევაში 10 ლარს.
ამასთან, ახალი წესების საერთო სტანდარტით გათვალისწინებული
მომსახურების შესრულების წლიური მაჩვენებლების შეფასების შედეგად, თუ კომპანიამ სტანდარტების
90% ვერ დააკმაყოფილა ის დაჯარომდება, ხოლო 90%-ზე მეტის დაკმაყოფილების შემთხვევაში
პირიქით წახალისდება.
სემეკის მიერ ახალი რეგულაციები 2016 წლის პირველი სექტემბრიდან
ამოქმედდა, თუმცა მოსახლეობას აღნიშნულის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. უწყებაში
განგვიმარტეს რომ მოსახლეობის ინფორმირებულობისათვის კამპანია უკვე დაწყებული აქვთ.