გორში გარდაცვლილი ქალის ცხედრის
ცენტრალურ მოედანზე, მერიის შენობის წინ, დასვენებით იმუქრებიან. კერძოდ, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მერი ცარციძის ახლობლები ცხედრის ცენტრალურ მოედანზე დასვენებას იმ შემთხვევაში
გეგმავენ თუ მერია გარდაცვლილისთვის კუბოს არ შეიძენს. ზურაბ ჯირკველიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ საკაცეს
მხოლოდ იმ მიცვალებულებისთვის ყიდულობენ რომელებსაც ოჯახები არ ჰყავთ. ქალაქის მერიაში კი ინფორმაციას ფლობენ, რომ მერი ცარციძე ძმასთან ერთად ცხოვრობდა. თემაზე ვრცელი სიუჟეტი იხილეთ დღეს "დია"-ს "ათიანში"