გორში ყოფილი ბიზნესმენი,
გურამ გოგიჩაიშვილი წერეთლის ქუჩაზე მოკლეს. გარდაცვლილი იმ შენობაში იპოვეს, სადაც
1 თებერვლიდან „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისი უნდა განთავსებულიყო. გარდაცვლილს
რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, მათ შორის, ერთი - შუბლის არეში. წერეთლის ქუჩაზე
მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ. საქმეზე სამართალდამცავებმა
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დამატებით დეტალები, გამოძიების ინტერესებიდან
გამომდინარე, ოფიციალურად, არ ხმაურდება, თუმცა არსებობს ვერსიები. ჩვენ მიერ მოპოვებული
ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც შენობაში შეიარაღებული პირი შევიდა, გურამ გოგიჩაიშვილთან
ერთად, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. ისინი ამ დროსათვის დაკითხვაზე იმყოფებიან. სამართალდამცავებს,
ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.