დღეს გორში, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ათი წლის ბიჭს, მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „დია“-ს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს მოზარდი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. შინაგან საქმეთა სამინისტროშიმ გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|