10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც დღეს გორში მანქანა დაეჯახა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ "დიას" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო თოლორდავამ განგვიცხადა, 10 წლის ბიჭი ამ წუთებში სამხედრო ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების ცენტრშია მოთავსებული და მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ. თოლორდავასვე ცნობით, დაშავებულ მოზარდს სავარაუდოთ თბილოსში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ. შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ველოსიპედით მოძრავ მოზარდს, მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ, მძღოლი არ მიმალულა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
|