საარჩევნო მედიაცენტრი გორში 26.07.2016
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის,  დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით დაიწყო. მედიაცენტრი მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრი ხელს შეუწყობს საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. მედიაცენტრის სამუშაო საათები ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10 დან 19 საათამდე იქნება. არჩევნების დღეს მედიაცენტრი გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები გორის გარდა საქართველოს კიდევ 9 ქალაქში გაიხსნა.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345