„არჩევნები და უსაფრთხოება“ 29.07.2016
შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ ორდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)პროექტის ხელმძღვანელმა ნერმან ნისიჩმა გახსნეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ტრენინგი „არჩევნები და უსაფრთხოება“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელა. ტრენინგის მონაწილეებმა, არჩევნების ჭრილში კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. სწავლება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის  აზია-წყნარი ოკეანის რეგიონულმა დირექტორმა ვასუ მოჰანიმ ჩაატარა, რომელიც, 2001 წლიდან დღემდე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობს და საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი ექსპერტია.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031