მცხეთაში საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ბერიაშვილი იბრძოლებს. ადგილზე შეკრებილ ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბაქრაძემ და რომან გოცირიძემ გააცნეს. პოლიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს მცხეთის, როგორც ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქის განვითარებაზე. მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ პარტიის ეკონომიკური გეგმა და პენსიის 50 ლარით მატების შესაძლებლობა გააცნო. ირაკლი ბერიაშვილი კი მცხეთელებს, გამარჯვების შემთხვევაში, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
|