არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდება და ცესკოს პასუხი 22.08.2016
საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ. „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროებიდან შეიტყვეს, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიები უკვე არსებობს და ისინი ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭრებით არიან დაკომპლექტებულები. ორგანიზაციაში მსგავსი სიების არსებობას ქობულეთში, სამტრედიასა და სენაკის ოლქებში ადასტურებენ. „სამართლიანი არჩევნების“ მსგავსად, საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლეტქების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც“. აღნიშნულთან დაკავშირებით, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ასევე, გამჭვირვალე იქნება ინფორმაცია არჩეულ პირთა შესახებაც.
დეკემბერი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123