„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მერაბ ჯანელიძე წარადგინა. მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა საკუთარი პროგრამა და ის გეგმა გააცნეს, რომლის განხორციელბას პარტია გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. დავით ბაქრაძე ადგილობრივებს მცირე ბიზნესისათვის გადასახადების გაუქმებას და პენსიის ორმოცდაათი ლარით მატებას დაჰპირდა. სანდრა რულოვსმა კი სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც რაიონში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება შესაძლებელი.
|