პაატა ბურჭულაძე სობისში იმყოფებოდა 26.08.2016
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ლიდერი ზემო სობისში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ბურჭულაძე, თანაპარტიელებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და რუსი სამხედროების მიერ ე.წ საზღვრის გადმოწევის მორიგ ფაქტზე ესაუბრა. მისი თქმით, პარტიას აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ბევრ სასიკეთოს მოუტანს. მისივე განმარტებით, გეგმის მიხედვით,  ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები მალევე გაუმჯობესდება. სოფელ სობისში ე.წ საზღვრის გადმოწევის მორიგი შემთხვევა 24 აგვისტოს დაფიქსირდა, რის შედეგადაც ადგილორბივების კუთვნილი 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსი ე.წ მესაზღვრეების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.
აგვისტო 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311