დაარღვია თუ არა კანონი საქართველოში დევიდ მაკალისტერმა? - „საიამ“ საქმის შესწავლა დაიწყო 30.08.2016
ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტს - დევიდ მაკალისტერს, შესაძლოა, საქართველოში 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწიოს. მაკალისტერის მიმართ მესამე სექტორის წარმომადგენლებს კითხვები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა და პარტიის ლიდერებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტიის  ვიცეპრეზიდენტი იმ შემთხვევაში დაჯარიმდება, თუ დადასტურდა, რომ ის ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა.  შეგახსენებთ, დევიდ მაკალისტერმა „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტშიც გამართა. ის დავით ბაქრაძესთან და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატთან,  ბადრი ბასიშვილთან ერთად, დევნილებს შეხვდა. 
თებერვალი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728