9 პარტიიდან, რომლებსაც ცესკოს-თვის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინა, 7-მა შესაბამიის დოკუმენტაცია წარადგინა, ხოლო ერთი მათგანი რეგისტრაციიდან მოიხსნა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც განმარტა, თუ რატომ გაუუქმდა რეგისტრაცია ვალერი კვარაცხელიას პოლიტიკურ გაერთიანებას.როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული ვალერი კვარაცხელიას პარტიის განცხადება ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებების შესახებ რეგისტრაციის თაობაზე.”ეს წარმოადგენს ხელმძღვანელი პირის ასახვაზე უარს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს. აქედან გამომდინარე, ცესკოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული პარტიის რეგისტრაცია გაუქმდა”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
|