2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 38 დღე რჩება. პოლიტიკურ პარტიებს 1 თვეზე მეტი დრო აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი საარჩევნო პროგრამა თითოეულ მოქალაქემდე მიიტანონ. პარტიები ამომრჩევლის გულის მოგებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. ერთ-ერთი გზა კი მათი სლოგანებია. რამდენად გაამართლებს პარტიების მიერ შერჩეული სლოგანები და როგორ მიიღებს საზოგადოება მათ 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
|