„თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“-მ ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა 5.09.2016
წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ, ამჯერად,  ხაშურის მოსახლეობას წარუდგინა. სიმონ ნოზაძემ შეხვედრაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრა. მან მოსახლეობას  სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. სიმონ ნოზაძესთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პარტიის სხვა წარმომადგენლებიც გაესაუბრნენ. როგორც მათ განაცხადეს, სიმონ ნოზაძე გამარჯვების შემთხვევაში ხაშურისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას უახლოეს პერიოდში გორში  გეგმავს.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345