ირაკლი ალასანიამ გორის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო 5.09.2016
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და გორის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ალასანიამ პარტიის ოფისთან შეკრებილ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მისი შტაბის ხელმძღვანელი -მურად მურადაშვილი წარუდგინა. ალასანიამ მისი თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდზეც ისაუბრა და განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. გორის მაჟორიტარობის კანდიდატი, მისი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ ყველა ის დაპირება შესრულდება რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერდება.
თებერვალი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728