შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციასთან 15.09.2016
გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა .შეხვედრაზე შს მინისტრმა სტუმრებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს, კერძოდ, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების შესაბამისი ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო პერიოდში და, აგრეთვე, არჩევნების დღეს მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების შეფასებას უზრუნველყოფენ.
თებერვალი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728