შს მინისტრი ეუთოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა 20.09.2016
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეუთოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა. შეხვედრაზე შს მინისტრმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროს მზაობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. შს მინისტრმა ეუთოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
თებერვალი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728