გიორგი თოთლაძემ ამ დროის მონაცემებით ხმების 52.29% მიიღო 09.10.2016

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქარელის მე-40 ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით, ქარელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი თოთლაძემ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 52.29% მიიღო.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ილია ბურჯანაძე - 19.54%-ით.  დამოუკიდებელი - ვასილ ხანიშვილი 10.83% „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - ალექსანდრე მსხალაძე 7.56%  „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ბონდო მძინარაშვილი 3.36% 

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - ივანე მაჭარაშვილი 2.82%  „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ - თამილა შაბაშვილი 1.11%  „ეროვნული ფორუმი“ - ნანა ქვრივიშვილი 1.01% დამოუკიდებელი კანდიდატი - მარინა კაჟაშვილი 0.79% „საქართველო“ - გოჩა ხარაული 0.46% „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები“  - ეთერი ტერაშვილი 0.24%

თებერვალი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728