საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არჩევნების დღე შეაფასეს 10.10.2016
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ჯანელიძის და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ეუთო-სა და ნატოს  საპარლამენტო ასამბლეების, ასევე,  ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.   შეხვედრაზე მხარეებმა  წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების პროცესებზე ისაუბრეს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს  საკუთარი პირველადი შეფასებები გააცნეს და აღნიშნეს, რომ არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.   საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში საგარეო უწყების მოწვევით იმყოფებიან.
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031