იოსებ მაკრახიძეს მეორე ტურში კონკურენტი, ფაქტობრივად, აღარ ეყოლება 11.10.2016
იოსებ მაკრახიძეს მეორე ტურში კონკურენტი, ფაქტობრივად, აღარ ეყოლება, რადგან ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის და არჩევნებში მოანაწილეობაზე უარს ამბობს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრამა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გორელ ხალხს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, თანაგუნდელების გარეშე, დაპირებების შესრულებას ვერ შეძლებს.  მეორე ტური ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონის თანახმად, ორი კვირის ვადაში უნდა ჩანიშნოს. ცნობილია ისიც, რომ ალასანიას გადაწყვეტილების მიუხედავად, იგი ფორმალურად არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს. რაც შეეხება კიდევ ერთ კანიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს, იგი ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების შემდეგ ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. მის მიერ დაანონსებული ზეიმი  გორში, გორელებისვე გადაწყვეტილებით  არ შედგა.  
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345