ცოტა ხნის წინ, ხმაური
იყო სოფელ სობისის საარჩევნო უბანზე. აქ ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული
ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. როგირც ენმ-ს გორის ოფისში აცხადებენ მათ
კოორდინატორს, ალბერტ მერებაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრმა კობა ბერიანიძემ თანმხლებ პირებთან ერთად მიაყენა. ხელჩართულ ჩხუბს, წინ სიტყვიერი
დაპირისპირება უძღვოდა. ინციდენტის დეტალების გარკვევას „დია“-ს ახალი ამბების რეპორტიორები
ამ წუთებში ცდილობენ.