ცხრამუხის საარჩევნო უბანზე კარზე გაჩენილი ხვრელი კომისიის წევრებმა 15:00 საათზე შენიშნეს (ვიდეო)

დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურისთვის განკუთვნილი ოთახის ერთ-ერთი დაზიანებული კარი კომისიის წევრებმა და თავმჯდომარემ, როგორც „დიას“ კორესპონდენტთან საუბრის დროს განმარტეს, 15 საათამდე ვერ შენიშნეს. კერძოდ, კარში იყო გაჩენილი ხვრელი, საიდანაც საგნების მიწოდება შენობის ეზოდან ოთახში მარტივად იყო შესაძლებელი. ჩვენს გადამღებ ჯგუფს ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა მიაწოდეს, რის შემდეგაც ჯგუფი ცხრამუხის საარჩევნო უბანზე მივიდა. ფაქტი არ უარყვია კომისიის თავმჯდომარესაც, თუმცა აღნიშნა, რომ კარს საარჩევნო პროცედურისთვის განკუთვნილ ოთახთან საერთო არაფერი ჰქონდა. 

ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345