ერგნეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მეზობელ სოფელში გადასვლა უწევს
საოუკუპაციო ხაზთან არსებული სოფლის, ერგნეთის მოსახლეობა ხმას რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელ მეღვრეკისში აძლევს. ადგილობრივი მოახლეობა მიზეზად სოფელში საარჩევნო უბნის არარსებობას ასახელებს. "დიას" გადამღებ ჯგუფს, რომელიც ამ დრომდე კონფლიქტის ზონაში იმყოფება, მეღვრეკისის უბანზე, კომისიის წარმომადგენლებმა ერგნეთის მოსახლეობის დაბალი აქტივობის შესახებ უამბეს. მოსახლეობის ნაწილი (ძირითადად  მოხუცები) მეღვრეკისში ხმის მისაცემად წასვლას მანძილის სიშორის გამო ვერ ახერხებს. ადგილობრივების იმასაც ამბობენ, რომ  ხმას გადასატანი ყუთის საშუალებითაც ვერ აძლევენ. ამ დროისთვის, მეღვრეკისის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345