„ბადრი ნანეტაშვილმა გადაწყვიტა ბინძური ომი გამოუცხადოს ტელეკომპანია „დია“-ს”-მაია ტატულაშვილი 16.07.2018
ტელეკომპანია „დია“-ს დირექტორი ზეწოლაზე საუბრობს. მაია ტატულაშვილმა სპეციალური განცხადება ცოტა ხნის წინ, პირდაპირ ეთერში გააკეთა. ტატულაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „პოლიტიკური პარტია „შენების მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, ამავდროულად ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მფლობემა და ერთპიროვნულმა მმართველმა, ბადრი ნანეტაშვილმა გადაწყვიტა ბინძური ომი გამოუცხადოს ტელეკომპანია „დია“-ს, შიდა ქართლში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას. ნანეტაშვილის დაკვეთით, „თრიალეთი“ სისტემატიურად ამზადებს ცალმხრივ, არაობიექტურ და რეპუტაციის შემლახველ რეპორტაჟებს ტელეკომპანია „დია“-ს მენეჯმენტზე და მფლობელ გურამ გოგოლაძეზე. სააკაშვილის ხელისუფლების რამდენიმე გზის ჩინოვნიკის, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო, პარლამენტიდან გარიცხული ბადრი ნანეტაშვილის ტელევიზია ამბობს, რომ „დია“-ს მფლოლებელი გურამ გოგოლაძე წინა ხელისუფლების დროს იყო ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, რაც ცალსახად არის ტყუილი. სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ გურამ გოგოლაძე პოლიტიკურ საქმიანობაში არასდროს არ ყოფილა ჩართული და ის ათობით წელია დაკავებულია მხოლოდ ბიზნეს საქმიანობით, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონობით ლარი აქვს გადახდილი. „თრიალეთი“ ურცხვად იტყუება როდესაც ამბობს, რომ „დია“ -ს ხელისუფლება აფინანსებს და ამიტომ, კომპანია მთავრობის პიარით არის დაკავებული. „დია“-ს საინფორმაციო სამსახური არის დამოუკიდებელი, ობიექტური, ხალხის პრობლემბის და მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე ორიენტირებული და მისი დადანაშაულება ხელისუფლების ინტერსების გატარებაში არის პირადად ჩემთვის და არხის ყველა თანამშრომლისთის შეურაცხმყოფელი. „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, საკრებულოს წევრმა ბადრი ნანეტაშვილმა, „დია“-ს მიმართ ანტიკამპანია განსაკუთრებით დაიწყო მას შემდეგ, რაც წარუმატებლად დასრულდა „თრიალეთის“ მიერ მუნიციპალიტეტებტან დაწყებული მოლაპარაკებები სარეკლამო ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რეგიონის ხელისუფლებისაგან ის ითხოვდა 100 000 ლარს, რაც 5 ჯერ ნაკლებია მუნიციპალიტეტებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციების მიერ, შ.პ.ს ბიზნეს მედია მენეჯმენტთან გაფორმებულ თანხაზე. აღსანიშნავია, რომ „თრიალეთი“ წინა ხელისუფლების დროს სისტემატიურად აფორმებდა სარეკლამო მომსახურეობაზე ხელშეკრულებებს მუნიციპალიტეტებთან და ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებს იღებდა. ამის პარალელურად, არხის მმართველი და მფლობელი იკავებდა გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას. თუ დავეყრდნობით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებულ სტატიას, ნანეტაშვილმა წინა ხელისუფლების კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც დაფინანსება აღარ გაუგრძელდა. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ სარეკლამო კომპანია შ.პ.ს. „ბიზნეს მედია მენეჯმენტის“ მიერ, რომელიც თანამშრომლობს „დია“-სთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების რამდენიმე აიპ-თან გაფორმებული ხელშეკრულებების მომსახურების ვადა არ აღემატება 6 თვეს. ხელშეკრულების ფარგლებში, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ საზოგადოებრივ-შემეცნებითი სატელევიზო თუ ონლაინ კონტენტი მომზდება. მოზადებულ თითოეულ მასალაზე ხაზგაზმით იქნება აღნიშნული, რომ ეს რეკლამაა. „თრიალეთის“ მიერ მომზადებულ თითოეულ მასალაზე, სადაც ტელეკომპანია „დია“-ს, საინფორმაციო სამსახურის, მისი მენეჯმენტის და მფლობელის იმიჯი ილახება, ყოველთვის მოყვება რეაგირება და იქნება გასაჩივრებული ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში, თვითრეგულირების საჭოში, მარეგულირებელ კომისიაში და სასამართლოში.“-აცხადებს ტატულაშვილი.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345