„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთეს. ორგანიზაცია დღეს, ენმ-ს მიერ გამართულ აქციას პროვოკაციად აფასებს და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას გეგმავს.
„არცერრთ ოპოზიციურ პარტიას, მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმის რესურსი, რომ საპრეზიდენტო სავარძელი დაიკავოს. სწორედ ამიტომ, მათ დარჩათ ერთადერთი, ეს არის ქაოსი, არეულობა. ეს არის ისეთი ფაქტები, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოგვივარდნენ ოფისში და შეურაცხყოფა მიაყენეს საკრებულოს წევრს. შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს აქტივისტებს. არ გავეცით პასუხი, იმიტომ რომ გვესიმის, ჩვენზეა პასუხისმგებლობა, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა ჩვენი აქტივისტების შეკავება, რომ ღირსეული პასუხი არ გაეცათ. ისინი პრეზენტაციას ეწვეიან ჩვენსას და საკუთარ წარსულს ივიწყებენ.
მინდა მივმართო, „ნაცმოძრაობის“ ინკუპატორიდან წამოსულ დამქაშებს და ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, კარგად გადახედონ თავიაანთ პოლიტიკურ წარსულს, ვინ არინ და რანი არიან, ნუ დაემართებათ პოლიტიკური ამნეზია. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი სწორ არცევანს გააკეთებს და ღირსეულ პასუხს გასცემს საარჩევნო ყუთთან.“-განაცხადა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა გელა კაპანაძემ.
|