ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა 05.03.2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.  განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნების შესახებ   „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოვიღეთ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი.ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345