"2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი ძალიან დიდი იქნება"

2020 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის როლი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იყო კონკრეტული გზავნილი  „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდამჭერების მხრიდან, რომ ბევრი რამ იყო შესაცვლელი. როგორც ის ფიქრობს, ეს გზავნილი მიღებულია, გააზრებულია და ამ ფაქტორმა გარკვეულ წილად იმოქმედა სამთავრობო პროგრამის გარკვეულ დაკორექტირებაზე.

„რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილის როლს, ეს როლი რა თქმა უნდა იქნება ძალიან დიდი. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. ჩვენ ვაშენებთ საპარლამენტო დემოკრატიას და ბუნებრივია, ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარის როლი, მითუმეტეს, დამფუძნებლის და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის, იქნება ძალიან დიდი“, - აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.



ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345