მცხეთაში 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს
მცხეტაში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ 120 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცეს. ძალიან სასიხარულოა, როდესაც 120 ოჯახს მიეცემა შესაძლებლობა, ნორმალური საცხოვრებელი პირობები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი და ჩვენ მათაც და სხვებსაც დავეხმარებით, რომ აქტიურად დასაქმდნენ, ჰქონდეთ აქტიური სოციალური ცხოვრება“,  – განაცხადა დავით სერგეენკომ.„ეს არის იმ ჩვენი პოლიტიკის ნაწილი და გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე და განსაკუთრებით სწორედ ამ გადაუჭრელი კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე"- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. კორპუსების მიმდებარედ მოწყობილია ინფრასტრუქტურაც. შენობები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღნიშნული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი კორპუსის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარი გამოყო. 
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345