"მზად ვარ ვიყო შუამავალი და გადავწყვიტო გარეჯის საკითხი" - სააკაშვილი
ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერტი ვიდეო მიმართვა გაავრცელა სოციალური ქსელის საშუალებით, სადაც დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებშიც კი ის მზად არის ჩაერთოს მოლაპარაკებებში აზერბაიჯანულ მხარესთან. "მე ძალიან კარგად მესმის თითოეული ადამიანის გრძნობების იმიტომ, რომ მეც მაქვს ასეთივე გრძნობები ზუსტად. ეს ყველაფერი, რაც ხდება, უნდა დავინახოთ კონტექსტში და მე მინდა თითოეულმა ადამიანმა ჰკითხოს თავის თავს. მიხეილ სააკაშვილის დროს, ჩემ დროს, შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი რამე განვითარებულიყო საერთოდ საქართველოში? ეხლა, ვინც ყველაზე მეტს ყვირის, მოდით ეხლა მივუვარდეთ, ჩავუვარდეთ, ლამის ბაქომდე ჩავიდეთ, ჩემ დროს იყო ეს შესაძლებელი?! რა თქმა უნდა, არა! და რატომ არ იყო შესაძლებელი? ძალიან მარტივია. ჯერ ერთი, საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ფეხებს იწმინდავს, ცდილობს ფეხები შეიწმინდოს საკუთარ ხალხზე და ზოგ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ამას ახერხებს. როდესაც შენ თვითონ გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება მოსთხოვო სხვას, რომ პატივი გცენ შენ?! ეს ერთი. მეორე, ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა ასევე ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც იყო ჩვენი მთავრობა, ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძმური, ახლო, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები. იცით, რატომ? იმიტომ, რომ არასოდეს არაფერს არ ვითხოვდით საკუთარ ჯიბეში და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ. საქართველოს მთავრობას ისინი საერთოდ არაფრად არ აგდებენ იმიტომ, რომ თვითონ ივანიშვილი არაფრად არ აგდებს საქართველოს ინსტიტუტებს. პრეზიდენტად, უკანონოდ სრულიად, დაასახელა ადამიანი, რომელიც საერთოდ არავინ არ არის - მადამ გაუგებრობა - პრემიერ მინისტრად გვყავს ადამიანი, რომელმაც საქართველოს რკინიგზა მიიყვანა მილიარდი დოლარი მოგებიდან 300 მილიარდი დოლარის ზარალამდე და ეს აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად იციან იმიტომ, რომ მათ აქვთ ურთიერთობა ამ რკინიგზაში და ისინი იხდიან აქ ფულს. ახლა ერტადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ თვითონ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირბებშიც კი. მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში და მზად ვარ ვიყო შუამავალი და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არ ქონის პირობებშიც კი"- განაცხადა სააკაშვილმა
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345